სასაჩუქრე ბარათები გაიცემა პლასტიკური ბარათის სახით QR კოდით, საიდენტიფიკაციო ნომრით და ბარათში ჩაშენებულ ჩიპში დაშიფრული შიდა საიდუმლო კოდით.
შემდეგი პირობები („პირობები“) ვრცელდება Boygars-ის სასაჩუქრე ბარათების („სასაჩუქრე ბარათები“) შეძენასა და გამოყენებაზე. სასაჩუქრე ბარათის შეძენა და გამოყენება წარმოადგენს მომხმარებლის თანხმობას დაიცვას და შეასრულოს ეს პირობები.
შეძენა და გამოყენება სასაჩუქრე ბარათის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი. სასაჩუქრე ბარათის შეძენა შესაძლებელია Boygar's-ის ფიზიკურ სავაჭრო წერტილში. სასაჩუქრე ბარათების შეძენისას ფასდაკლება არ მოქმედებს, ასევე მისი გამოყენება არ შეიძლება სხვა სასაჩუქრე ბარათის შესაძენად.
დაბრუნება სასაჩუქრე ბარათის განაღდება შეუძლებელია და უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. სასაჩუქრე ბარათით შეძენილი ნივთების დაბრუნების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ კანონისმიერი და კომერციული გარანტიის წესებში Boygar's-ის ფიზიკურ სავაჭრო წერტილში.
ბალანსის შემოწმება მომხმარებელს შეუძლია თავად შეამოწმოს სასაჩუქრე ბარათზე არსებული ბალანსი QR კოდის გამოყენებით ან ეწვიოს Boygar’s-ის ფიზიკურ სავაჭრო წერტილს და სალაროში წარადგინოს სასაჩუქრე ბარათი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოლარე ამოწმებს ბალანსს მხოლოდ ფიზიკური ბარათის წარდგენისას. კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად, მოლარეს შეუძლია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია მხოლოდ ბალანსისა და ბარათის ვადის გასვლის თარიღის შესახებ. ინფორმაცია შესყიდვების შესახებ (ბარათის გამოყენების ისტორია) არის კონფიდენციალური, რადგან ბარათი არ არის მიბმული კონკრეტულ პიროვნებაზე და შეიძლება გადაეცეს მესამე მხარეს.
ვადის გასვლა სასაჩუქრე ბარათის გამოყენება შესაძლებელია ერთი წლის განმავლობაში ბარათის გააქტიურების დღიდან. გააქტიურების თარიღი არის ბარათის გაყიდვის თარიღი (როდესაც მასზე იტვირთება თანხები).
დაკარგული ბარათი დაკარგული ბარათის აღდგენა არ ხდება.
კანონშესაბამისობა სასაჩუქრე ბარათის შეძენით ან გამოყენებით, კლიენტი Boygar's-ის წინაშე აცხადებს, რომ ქმედებები, რომლებთან დაკავშირებითაც გამოყენებული იქნება სასაჩუქრე ბარათი შეესაბამება ამ პირობებს და ყველა მოქმედ კანონს, წესსა და რეგულაციას, და რომ სასაჩუქრე ბარათი არ იქნება გამოყენებული ისეთი ქმედებისათვის, რომელიც არის შეცდომაში შემყვანი, ცრუ, უსამართლო ან სხვაგვარად საზიანო მომხმარებლებისთვის ან Boygar's-ისთვის.
დავათა გადაწყვეტა და გამოსაყენებელი კანონმდებლობა წინამდებარე პირობები განმარტებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რეგულირდება აღნიშნულით. ნებისმიერი დავის შემთხვევაში, მომხმარებელი და Boygar’s-ი იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ იგი მოლაპარაკების გზით. თუ მოლაპარაკება აღმოჩნდა უშედეგო, საკითხს საბოლოოდ განიხილავენ საქართველოს საერთო იურისდიქციის სასამართლოები.
ზოგადი პირობები Boygar's იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პირობებში და მომხმარებელს მიაწოდოს შეტყობინება ასეთი ცვლილებების შესახებ, თუ აღნიშნული კანონით არის გათვალისწინებული. თუ რომელიმე ეს პირობა ჩაითვლება ბათილად, უმოქმედოდ ან რაიმე მიზეზით აღუსურლებლად, აღნიშნული გავრცელდება მხოლოდ შესაბამის პირობაზე და არ იმოქმედებს დარჩენილი პირობის ნამდვილობასა და აღსრულებადობაზე. ეს პირობები ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომელთაგან უპირატესად მიჩნეულია ქართული ვერსია.
|